ნიუ იორკის პოლიცია ქალაქის ცენტრში, მოედან "ტაიმს-სკვერში" მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს.
ქალაქის პოლიციის შეფის რეიმონდ კელის განცხადებით, "ნისან პატფინდერის" მარკის აფეთქებულ ავტომანქანაში ფოიერვერკები, 19 ლიტრიანი ბენზინით სავსე 2 ბალონი, კვების ბლოკი და სხვა ნივთები იქნა აღმოჩენილი.
მისივე თქმით, პოლიციამ მეტალის ყუთსაც მიაგნო, რომელიც "იარაღის შესანახად სეიფს გავს".
"ამჟამად პოლიცია ვიდეოჩანაწერებს სწავლობს", - აცხადებს რეიმონდ კელი.
გარდა ამისა, ნიუ იორკის პოლიციის უფროსის თქმით, აფეთქებული ავტომანქანის სანომრე ნიშნები მის სარეგისტრაციო მონაცემებს არ ემთხვევა.
ნიუ იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის შეფასებით კი, "სისხლიანი ტერაქტის აღსაკვეთათ ადგილობრივმა პოლიციამ კარგად იმუშავა".
"ავტომანქანის აალების შესახებ, სადაც შემდგომ აღმოჩენილ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა, შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველვა, ვიეტნამის ომის ვეტერანმა მიაწოდა, რომელმაც დენთის სუნი იგრძნო. გამოძიება ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაცია, თუ ვინ აპირებდა ტერორისტული აქტის მოწყობას და რა იყო მისი მოტივები, თუმცა უკვე დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელნაკეთია", - განაცხადა ბლუმბერგმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკის ცენტრში "ნისან პატფინდერში" ასაფეთქბელი ბომბის დასამზადებელი მასალები გუშინ იპოვეს. გამნაღმვითი სამუშაოების დროს "ტაიმ-სკვერამდე" მისასვლელი გზები ბლოკირებული იყო. სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, "შემჩნეულ იქნა საეჭვო პირი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".