საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე გაიმართება მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში.