საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.