გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო სამხედრო - ტექნიკური ცენტრი "დელტა", გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს გაუწევს დახმარებას, გარემოსდაცვითი მიზნებისთვის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში და სათანადო საექსპერტო კონსულტაციების გაწევაში.
მემორანდუმი ასევე სამხედრო - ტექნიკურ ცენტრის "დელტა" მიერ სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებოებისთვის რადარული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ოპერატიულიად მიწოდებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის მიზანია სამინისტროებს შორის კოორდინირებული, სწრაფი და მოქნილი უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.