შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მექსიკის ყურის იმ ადგილებს, სადაც ნავთობი იღვრება დღეს მოინახულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც ვარაუდობენ, წყალში ყოველდღიურად 5 ათასი ბარელი ნავთობი იღვრება მას შემდეგ, რაც დაზიანდა "ბრიტიშ პეტროლეუმის" მიერ ამოქმედებული ნავთობის მოსაპოვებელი ოფშორული სადგური.
შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები განაგრძობენ „ბრიტიშ პეტროლეუმის" კრიტიკას - მათი თქმით, კომპანიამ მეტი უნდა გააკეთოს კატასტროფასთან საბრძოლველად.
ობამას თქმით, ნავთობის დაღვრაზე მთავარი პასუხისმგებელი სწორედ „ბრიტიშ პეტროლეუმია".
ეს შეერთებულ შტატებში ნავთობის დაღვრის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა ათწლეულების განმავლობაში.
შიშობენ, რომ სერიოზული საფრთხის ქვეშ არის თევზსაჭერი სადგურები, გარეული ცხოველების საცხოვრებელი ადგილები და სანაპიროები - გარემოსთვის მიყენებულ სხვა მნიშვნელოვან ზარალთან ერთად.
მექსიკის ყურეში ნავთობის დაღვრის გამოძიებამდე აშშ-ის მთავრობამ შეაჩერა ქვეყნის სანაპიროზე ნავთობის მოპოვების სამუშაოები.