აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკის ცენტრში, გაჩერებულ "ნისან პატფინდერში" ასაფეთქბელი ბომბის დასამზადებელი მასალები იპოვეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მანქანაში აღმოჩენილ იქნა მასალები, რომელთა მეშვეობით ტერორისტებს დამანგრეველი ბომბის შექმნა შეეძლოთ.
"ნაპოვნი მასალებით შექმნილ ბომბს ქალაქისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია", - განაცხადა ბლუმბერგმა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.