პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ფოტო გამოფენა „a story of internal displacement captured on camera” გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება პორტუგალიაში საქართველოს ელჩმა გიორგი გორგილაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული მდგომარეობა.
ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებსა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ლისაბონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.