კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა - ეს არის ტურისტული პროექტი, რომელსაც ოკაცეს კანიონი ვიზიტორებს სთავაზობს.
ოკაცეს კანიონის ტურისტული ბილიკი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიმა გიგლა აგულაშვილი დაათვალიერა და იქ ჩასულ ვიზიტორებს გაესაუბრა. მინისტრმა ისაუბრა ახალი სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე, რაც საშუალებას მისცემს ოკაცეს კანიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო, გაუმჯობესდეთ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკაცეს კანიონში მოეწყობილია კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. აქვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტკაფე. ეზოში მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდა ქვით მოკირწყლული ბილიკები.
ოკაცეს კანიონის პროექტის 2014 წლის სექტემბერში დასრულდა და მისი ღირებულება 4 მილიონ 850 ათასი ლარია.