დღეს დიდგორობაა - სახალხო დღესასწაულის 894-ე წლისთავთან დაკავშირებით, დიდგორის ველზე ღონისძიება იმართება.
ღონისძიებას ესწრებიან საქართლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ჯილდო - დიდგორის ჯვრის ორდენი გადაეცათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.