რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის შს სამინისტროსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ნალჩიკის იპოდრომზე ამ დილით მომხდარი აფეთქების გამოძიება და ყაბარდო-ბალყარეთში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა დაავალა.
მედვედევი ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტს არსენ კანოკოვს ტელეფონით ესაუბრა და მისგან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში იპოდრომზე აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით აფეთქების შედეგად დაჭრილია 21 და გარდაცვლილია 1 ადამიანი. ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოდრომზე ე.წ. სამთავრობო ტრიბუნის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
ნალჩიკის ოპოდრომზე დღეს საერთაშორისო მშრომელთა დღის აღსანიშნავად დოღი უნდა ჩატარებულიყო. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღსანიშნავია, რომ აფეთქების დროს სტადიონზე ყაბარდო-ბალყარეთის მთავრობის ყველა წევრი იმყოფებოდა.