პირველი მაისი მოსკოვში ოპოზიციამ საპროტესტო აქციით აღნიშნა.
მოსკოვის ცენტრში რუსეთის გაერთიანებული დრონტის ორგანიზებით ქვეყნის პრემიერის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქცია მომიტინგეები შეძახილებით - რუსეთის პუტინის გარეშე! სირცხვილი რუსეთის მილიციას! გამოდიოდნენ.
"პუტინის რეჟიმი უფრო მყარდება და მკაცრდება. ყველასთვის ცნობილია, რომ მედვედევი მხოლოდ ნომინალური ფიგურაა, ამიტომ ყველა მოვითხოვთ პრემიერის გადადგომას, რომლის მოღვაწეობის ფარგლებშიც რუსეთი სულ უფრო და უფრო უკან მიდის", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, მათივე განცხადებით, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სათავეში მოვიდა რუსეთის დემოკრატიის კუთხით უკან წავიდა, ასევე შეიზღუდა მედიის და სიტყვის თავისუფლება, კლავენ ჟურნალისტებს და ადამიანის უფლება დამცველებს.