ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში მდებარე კულტურის სახლის სიახლოვეს უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.
კულტურის სახლში 1 მაისთან დაკავშირებით ძიუდოში ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნულ ღონისძიებას ინგუშეთის პრეზდენტი იუნუს ბეკ ევკუროვიც ესწრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევკუროვის პრესსამსახურის ხელმძღვანელი კალოი ახილგოვი ადასტურებს.
უცნობმა მამაკაცმა კულტურის სახლში შეღწევა სცადა. მან ჩემპიონატის მონაწილის ნიღბის ქვეშ შენობაში შესვლისას, დაცვას პირადი ნივთების შემოწმებაზე უარი უთხრა, ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და სამართალდამცავების მიმართულებით სროლა დაიწყო. საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. ამჟამად მისი ვინაობა დგინდება.