ამ დილით ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში იპოდრომზე აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით აფეთქების შედეგად დაჭრილია 21 და გარდაცვლილია 1 ადამიანი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, რომელიც 104 წლის იყო.
ერთი ინფორმაციით, აფეთქება ნალჩიკის იპოდრომის შესასვლელში მოხდა, სხვა მონაცემებით ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოდრომზე ე.წ. სამთავრობო ტრიბუნის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
ნალჩიკის ოპოდრომზე დღეს საერთაშორისო მშრომელთა დღის აღსანიშნავად დოღი უნდა ჩატარებულიყო. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღსანიშნავია, რომ აფეთქების დროს სტადიონზე ყაბარდო-ბალყარეთის მთავრობის ყველა წევრი იმყოფებოდა.