ევროკომისიის წარმომადგენელი ანჟელა ფელოტე აცხადებს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება სურს ვიდრე ევროკავშირთან შეშფოთებას იწვევს.
"ჩვენ ამ განცხადებების საქმის კურსში ვართ და სიმართლე გითხრათ, კომისარი ფიულე (შტეფან ფიულე, ევროკომისარი, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში) მაინცდამაინც გახარებული არ არის ამ განცხადებებით", _ განაცხადა მან ბრიუსელში.
ფელოტე ასევე აცხადებს, რომ ამგვარი განცხადებების კეთება უკრაინის მხრიდან ხელს სულაც არ უწყობს ევროკავშირისა და უკრაინას შორის ურთიერთობების ინტენსიურ ხასიათს. ამასთან ერთად, მანვე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოციაციის შესახებ შეთანხმებას 2011 წელს მოეწერება ხელი და ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისათვის მაკრო-ფინანსური დახმარების გამოსაყოფად ემზადება. ეს დახმარება 610 მილიონ ევროს შეადგენს.
"მსგავსი განცხადებების გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ რეგიონის ქვეყნებმა არჩევანი უნდა გააკეთონ მოსკოვსა და ევროკავშირს შორის და ეს სასარგებლო ნამდვილად არ არის", _ აღნიშნავს ფელოტე.