ოკუპაცია დღესაც გრძელდება და საქართველოს მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს, ეს პროცესი შეაჩეროს. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე.
“გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს, ეს პროცესი შეაჩეროს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მტავარია იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი.
„ჩემთვის მთავარია ვიყოთ გარანტი მშვიდობის და სტაბილურობის. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა შემოვიერთოთ დაკარგული ტერიტორიები და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსეთტან უნდა გაგრძელდეს გონივრული პოლიტიკა.
„ რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს ვიქნებით პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი ტერიტორია და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იცხოვროს აფხაზების და ოსების გარეშე", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.