ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის პოზიცია, რომ "ენერგოპრო ჯორჯიას" თუ რუსული კომპანია იყიდის, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს, არის მოღალატური, -აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
” ეს ქალბატონი, რომელიც მინისტრის მოადგილეა, წარდგენილია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გამოთავისუფლებული წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე. 36 წარდგენილი კანდიდატიდან ექვს შეარჩევს ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია, რომლის შემადგენლობაში მეც ვარ. ამ ექვსიდან ორს პრეზიდენტი შეათანხმებს მთავრობასთან და შემდეგ წარუდგენს დასამტკიცებლად პარლამენტს. ამ ქალბატონს საკმაოდ მაღალი ქულა დავუწერე კონკურსში გუშინ. უკან მიმაქვს ჩემი შეფასება და ყველა ღონეს ვიხმარ, რომ არ მოხვდეს იგი მარეგულირებელ კომისიაში”.