საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მოადგილეებად თეიმურაზ მღებრიშვილი, არჩილ თალაკვაძე და დავით ხუციშვილი დაინიშნენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მინისტრის პირველი მოადგილე.