საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძე ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის გენერალურ დირექტორ მარეკ პრშიხოდას შეხვდა. სამუშაო შეხვედრა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის კათედრაზე შედგა, სადაც ელჩმა მარეკ პრშიხოდას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული ქართული მხატვრული და სამეცნიერო ნაწარმოებები და ქართული ენის სახელმძღვანელოები გადასცა. რამდენიმე თვის წინ, საქართველოს საელჩოსა და მარეკ პრშიხოდას ინიციატივით კარლის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი დაარსდა, სადაც სტუდენტები და დაინტერესებული საზოგადოება ქართულ ენას ეუფლება. ელჩის მიერ გადაცემული ქართულენოვანი წიგნები კარლის უნივერსიტეტის „იან პალახის“ სახელობის ბიბლიოთეკაში განთავსდება.