საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში აშშ-ის პროექტის მორიგი ეტაპი დასრულდა. სანაპირო დაცვის საერთაშორისო წვრთნის ჯგუფმა ექვსი ქართველი ინსტრუქტორი მოამზადა. მათ სასწავლო კურსი 26 მესაზღვრისთვის უკვე დაგეგმეს.
პრაქტიკული სწავლება სრულ კურსს მოიცავდა და წვრთნა ხმელეთსა და ზღვაში ორ კვირას გრძელდებოდა. ამერიკელი სპეციალისტებისა და ქართველი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილ მესაზღვრეებს დღეს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.