რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი რუსული "გაზპრომისა" და "უკრაინის ნაფტოგაზის" გაერთიანების წინადადებით გამოვიდა. ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა სოჭში უკრაინა-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთარობოთაშორისი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სხდომის პრაქტიკულად ყველა დამსწრემ ეს განცხადება გაკვირვებით მიიღო. რუსეთის პრემიერის განცხადება ყველასათვის დიდი მოულოდნელობა გახდა.
"მე გავაკეთე კიდევ ერთი წინადადება, რომელზედაც უნდა დავფიქრდეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ბირთვულ სფეროში ინტეგრაციაზე, იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ გაზის სფეროშიც. გთავაზობთ, გავაერთიანოთ "გაზპრომი" და "უკრაინის ნაფტოგაზი", _ განაცხადა პუტინმა.
"გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა განაცხადა, რომ "ეს საკითხი დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს და ეს კონსულტაციები გაიმართება".
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერის წინადადებას უკრაინა აუცილებლად განიხილავს.