ყვარლის რაიონული საავადმყოფოში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 30-ზე მეტი ადამიანის მკურნალობენ.
მოწამლულთა უმეტესობა ყვარლისა და ყვარლის რაიონის სოფლების ჭიკაანის, სარუსოსა და გავაზის მცხოვრები ბავშვები არიან.
სამი ბავშვი გადის მკურნალობას ასევე თელავის საავადმყოფოშიც. ვარაუდობენ, რომ მომხდარის მიზეზი სასმელი წყალია.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც მოსახლეობის კლინიკებში გადაყვანა მოხდა, წყლის მიწოდებაც შეწყდა. აღებულია წყლის სინჯები. ლაბორატორიის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.