სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე, მთავარი სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაა. მან ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ სამინისტროში „კატასტროფულ“ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
,,მთავარია, შევინარჩუნოთ სისტემის სტაბილურობა, რომელიც ასე თუ ისე, უკვე იყო პირდაპირ ლიანდაგებზე დასმული. ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს იმ გეგმების ბოლომდე შესრულება, რომელიც მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში ერთად გვქონდა. რა თქმა უნდა, იქნება ნოვაციებიც. საკადრო საკითხები, მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები - ამ შემთხვევაში ძალიან მეორეხარისხოვანია. კოლექტივს ძალიან კარგად ვიცნობ, ვმუშაობდი მასთან ერთად. ყოველ შემთხვევაში, კატასტროფულ ცვლილებებს არ ველოდები“, - განაცხადა ახალმა მინისტრმა.