ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის
ხელშეწყობით, აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის კლინიკა „ენმედიცმა“ და
ფრანგულმა კომპანია „სანოფი ავენტისმა“ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების
მაცხოვრებლებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
აქციაში სხვადასხვა პროფილის 20-მდე ექიმმა მიიღო მონაწილეობა. მათ სამედიცინო გამოკვლევები
ქარელის რაიონის ხუთი სოფლის: ავლევის, ცერონისის, კნოვლევის, ბერძენაულისა
და აბისის მოსახლეებს ჩაუტარეს. საქველმოქმედო აქციის მიზანია საოკუპაციო
ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა უფასოდ მიიღონ პირველადი
სამედიცინო მომსახურება.