პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ,,თავისუფალი დემოკრატები” ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს მოამზადებენ. Aამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე ვეტოს დადებით სწორი გადაწვეტილება მიიღო.
,,პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო და არ გაითვალისწინა არც საერთაშორისო ექსპერტების, არც უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტების აზრი, კონსულტაციები არ გაუვლია არც ერთ პროფესიულ წრესთან. აღნიშნული გადაწვეტილებით მმართველმა გუნდმა ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობას შეუქმნა საფრთხე. აქედან გამომდინარე პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საშუალება მისცა უმრავლესობის წევრებს დაფიქრდნენ”, _განაცხადა გოგუაძემ და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.
,,ვიცით, რომ ემზადებიან პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად და არ აპირებენ შენიშვნების წაკითხვას, არა თუ გათვალისწინებას. პარლამენტი ვეტოს თუ დაძლევს ,,თავისუფალი დემოკრატები” გავივლით კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან, კონსტიტუციონალისტებთან, იურისტებთან, ეროვნული ბაკის პრეზიდენტის ადმინსიტრაციასთან და კანონპროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს მოვამზადებთ”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” სუბარში გოგუაძემ.