რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ ვიქტორ იუშჩენკო ერთიანი ფრონტით ბრძოლას აპირებს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დემოკრატიული ძალების ფორუმის მოწვევას გეგმავს. მისი განმარტებით აუცილებელია დაუმორჩილებლობის პაქტისა და სამოქმედო გეგმის მომზადება რომელი ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციასა და ძირითად ფასეულობებს დაიცავს.
ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებად ვიქტორ იუშჩენკო _ ყირიმიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაყვანას, უკრაინული ენის დაცვასა და გოლოდომორის გენოციდის აღიარებას მიიჩნევს.