შეერთებული შტატები, საქართველო და ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტების აღკვეთაში დაეხმარა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა. “ოლიმპიადისთვის მზადებისას და მისი მიმდინარეობისას ჩვენ მოვახერხეთ ოლიმპიურ ობიექტებზე რამდენიმე ტერაქტის აღკვეთა, რაშიც ჩვენი პარტნიორები: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შეერთებული შტატები და საქართველო დაგვეხმარნენ,”-აღნიშნა ბორტნიკოვმა.