პოლონეთის ექსპრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის რეიტინგი იზრდება. პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერს მხარს ამომრჩეველთა 47 პროცენტი უჭერს. წინასაარჩევნო გამოკითხვა საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე კომპანია GfK Polonia-მ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, კაჩინსკის პოლიტიკურ გუნდს მხარს რესპოდენტთა 47,1 პროცენტი უჭერს, მმართველ პარტიას კი ხმას გამოკითხულთა 30,3 პროცენტს აძლევს. სეიმის არჩევნები პოლონეთში 25 ოქტომბერს გაიმართება.