საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 ათას ლარს მიიღებს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის N 711-ე ბრძანებულებაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას "ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად" ესაჭიროება.