გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მსოფლიოს ყველა ქვეყანას ჟურნალისტების მკვლელობაში ბრალდებულების დასჯისაკენ მოუწოდებს. პან გი მუნი ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, გასულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების 99 წარმომადგენელი დაიღუპა.
"უკვე დადასტურებულია, რომ მათი უმრავლესობა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. დაუსჯელობა კი ხელს უხსნის დამნაშავეებს და აქეზებს მათ, ვისაც აქვს რა დამალოს", _ ნათქვამია პან გი მუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა ბეჭდვითი მედიის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. აღნიშნული თარიღი მსოფლიო მასშტაბით 3 მაისს აღინიშნება.