ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბელორუსთან მაღალი დონის კონტრაქტები შეაჩერა. ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელორუსს ევროსაბჭოს სტანდარტების მიმართულებით სათანადოდ პროგრესი არ გააჩნია.
ამასთან ევრსობაჭო პრეტენზიებს ბელორუსისის ხელისუფლებასაც უყენებს.
"ბელორუსის ხელისუფლებას არ აქვს სათანადო ნება პატივი სცეს ევროსაბჭოს ღირებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კონტრაქტების შეჩერების მიზეზი ბელარუსში ორი პატიმრის საიდუმლო ვითარებაში დაღუპვაც გახდა. განცხადებაში ასევე საუბარია ბელარუსში გამართულ არჩევნებზე ევროპელი დამკვირვებლების არ დაშვებაზე და ქვეყანაში მცხოვრები პოლონელი მოსახლეობის უფლებების დარღვევებზე.