აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოხუმის ერთ-ერთ მკვიდრს სცემეს. როგორც გამოცემა „სპუტნიკ - აფხაზია“ იუწყება, ფაქტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 ივლისს მოხდა. გამოცემა არ აკონკრეტებს ინცინდენტის მიზეზს და მასში მონაწილე პირების ვინაობას. ფაქტთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო თათბირი გამართა და შესაბამის უწყებებს საქმის გამოძიება მოსთხოვა.