ხვალ, 30 ოქტომბერს, 13:00 სთ-ზე ,,ავერსის კლინიკაში" (ვაჟა ფშაველას 27ბ) ოფთალმოლოგი გიორგი პეტრიაშვილი ჩაატარებს უნიკალურ ოპერაციას. მოხდება ასტიგმატიზმის მაკორეგირებელი "ტორიული" ბროლის იმპლანტაცია.
მსგავსი ოპერაცია საქართველოში პირველად ტარდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ოპერაცია ტარდება ,,ავერსის კლინიკაში~ და ოპერაციის მეთვალყურეობა შეუძლია ყველა მსურველს ონლაინ რეჟიმში. მისი ჩატარება საქართველოში ქართული კლინიკის და ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაა.
,,ტორიული~ ბროლი არის ამერიკული კომპანია ,,ალკონის~ მიერ წარმოებული პროდუქტი, რომელიც მთელს მსოფლიოში ასტიგმატიზმის კორექციისთვის საკმაოდ წარმატებით გამოიყენება.
ოპერაციის ონლაინ რეჟიმში მსველობას დაესწრება : ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი: დიმიტრი ჯორბენაძე