რუსი ოკუპანტების მიერ 4 დღის წინ დაკავებული 53 წლის ვაჟა თოთლაძე თავისუფალია. ის უკვე სახლში იმყოფება. ე.წ. საზღვრის დარღვევაში ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. როგორც გათავისუფლებული ამბობს, პარასკევს ის ორმა რუსმა ჯარისკაცმა საკუთარი მიწის ნაკვეთზე დააკავა.