კოპენჰაგენის კონფერენციაზე რომელიც კლიმატური დათბობის პრობლემებს მიეძღვნება ქართული მხარე ახალი ვალდებულებების აღებას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
სხდომა განიხილავს კლიმატური დათბობის პრობლემის საკითხს და როგორც ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ აღნიშნა, "საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა, ვიცოდეთ მთავრობას რა პოზიცია გააჩნია".
ხაჩიძის განმარტებით, ქარტული მხარე არ აპირებს დამატებითი ვდალბულებების აღებას და შეეცდება კიოტოს ოქმით გათვალისწინებული მეორე საკითხით ისარგებლოს. ხაჩიძის განმარტებით, კიოტოს ოქმით განსაზღვრულია, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა შეამცირონ ემისიების გამოყოფა, რაც გარკვეულწილად სამეწარმეო საქმიანობის შემცირებასა და მოდიფიცირებას ითვალისწინებს. მეორე მხრივ კი განვითარებული ქვეყნები უნდა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს სუფთა განვითარების მიქანიზმების გამოყენებით.
ხაჩიძის თქმით, ქართველ მხარეს ემისიების შემცირებასთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ წარმატებული აქვს იმ მიზეზების გამო, რომ დღეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა არ არის მაღალ დონეზე და აცხადებს, რომ ამ არგუმენტით ქართული მხარე კოპენჰაგენის კონფერენციაზე დამატებით ვალდებულებებს არ აიღებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ დააყენებს საკითხს ისარგებლოს კიოტოს ოქმის მეორე დებულებით, რომელიც განვითარებული ქვეყნების მხრიდან განვითარებადი ქვეყნების დახმარებას გულისხმობს.