კახეთში ინტენსიური წვიმების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული აპარატში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, კახეთში წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და რეგიონისთვის წვიმას დამატებითი პრობლემები აღარ შეუქმნია.
ამასთან, შექმნილია კომისია, რომლმაც სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. კომისიას კახეთისთვის მიყენებული ზარალის წინასწარი მონაცემები რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება.
შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი წვიმების შედეგად კახეთის რაიონებში მდინარეების ადიდებას რამდენიმე სოფელის დატბორა მოჰყვა, ასევ მეწყერმა რამდენიმე სახლი მოიყოლა.