კიევის პროკურატურამ უკრაინის უმაღლეს რადაში 27 აპრილს მომხდარი არეულობების გამოსაძიებლად სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კიევის პროკურატურის ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში 27 აპრილს მაშინ როდესაც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტისათვის ვადის გაგრძელების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა ხულიგნობას ჰქონდა ადგილი.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამარტალდამცავებმა მიმართეს მედიას რათა გამოძიებას პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაღებული მასალები მათ გადასცენ.
მასალის გამოყენების პირობები