უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ვადის გახანგრძლივების რატიფიკაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანა გერმანის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა პარლამენტის მიერ მიღებულ აღნიშნულ კანონს ხელი ბელორუსში გამგზავრების წინ მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის ყირიმში ყოფნის ვადის 25 წლით გახანგრძლივების შესახებ მიღებული შეთანხმების რატიფიცირება 27 აპრილს მოახდინა.