რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო დღეებში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევით რუსული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 52 ჰექტარი მიწის ფართობი და დაზარალდა 97 ოჯახი. ასეთ ინფრომაციას ფლობს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. წითელუბანში არსებულ ვითარებას დავით ონიაშვილი ადგილზე გაეცნო. მისი განმარტებით, დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა უახლოეს დღეებში მოხდება. ჯერჯერობით უცნობია, მისცეემენ თუ არა საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს ქერისა და ხორბლის მოსავლის აღებას საშუალებას.