პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დამდგენ კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკიმ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისიას მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ედმუნდ კლიხის ნაცვლად ქვეყნის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრი ეჟი მილერი უხელმძღვანელებს.
"ედმუნდ კლიხმა კომისიის ხელმძღვანელობაზე უარი თავად განაცხადა და უკვე შესაბამისი განცხადებაც დაწერა", - განაცხადა ტუსკიმ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრემიერის განმარტებით, არ არის გამორიცხული ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დამდგენი კომისიის მუშაობაში უცხოური ექსპრეტებიც ჩაერთოს.