რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის სესიაზე ევროპის უსაფრთხოების ახალის სტრუქტურის და ამ კუთხით ახალი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაზე ისაუბრებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის პირველი დიპლომატი თავის გამოსვლაში ისტორიის გაყალბების დაუშვებლობაზე და ცივი ომის დასრულებაში ევროკავშირის როლზე ისაუბრებს.