აფხაზეთი არაღიარებული რესპუბლიკების საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება. ამავე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აფხაზ ფეხბურთელებს უნგრეთის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ვიზები არ მისცეს. ჩემპიონატი არაღიარებულ რესპუბლიკაში მომავალ წელს ჩატარდება.