საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ლითანიშვილმა მოინახულა.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარის. ასევე დაგეგმილია კიუვეტების, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალქალაქს, გარიყულას და ერთაწმინდას გაივლის, რომელიც ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება.
სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 2 478 700 ლარს შეადგენს. სამუშაობზე 40 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულება ხელშეკრულების პირობების თანახმად 2016 წელს იგეგმებოდა, ინტენსიური მუშაობის შედეგად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.