მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრებ ჯეირან აბაშიძის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ მეზობელ სოფელში არხის დაშრობის შემდეგ იპოვეს.
68 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არხში ბანაობის დროს დაიხრჩო.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და კახეთის სამაშველო სამსახური. ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიე