თეთრიწყაროს სოფლები გზების გარეშეა დარჩენილი. დაზიანებული საფეხმავლო ხიდის გამო მოსახლეობას 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ტყეში ფეხით უწევს.
სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდის გარდა დანგრეულია ცენტრალური გზაც. გზის არარსებობის გამო მოსახლეობამდე გამოძახებაზე სასწრაფო დახმარებაც ვერ მიდის.
13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ალგეთმა თეთრიწყაროს რაიონში ელექტრო გაყვანილობაც დააზიანა, ამ დრომდე ორ სოფელში მოსახლეობას დენი არ მიეწოდება. ადგილობრივები ხელისუფლებისგან შველას ითხოვენ. მათი მტკიცებით მთავრობის წევრებიდან თეთრწყაროში არავინ ჩასულა.