მოსკოვში, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, იოსებ სტალინის პლაკატების გაკვრა არ იგეგმება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავთან დაკავშირებით სტალინის ფოტოების და სხვა მასალების გამოყენება არ იგეგმება. შესაბამისად მოსკოვის ქუჩებსა და მოედნებზე სტალინის პლაკატები არ გაიკვრება.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს მოსკოვი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65 წლისთავს აღნიშნავს.