"ხარკოვის შეთანხმების" რატიფიცირებას ყირიმელი თათრები ეროვნულ საფრთხედ აფასებენ. ამის შესახებ განცხადება ყირიმელი თათრების ერთ-ერთმა ლიდერმა ალე ხაზინმა გააკეთა.
მისი შეფასებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 25 წლით ვადის გახანგრძლივების შესახებ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ შესაძლოა უკრაინაში მწვავე კრიზისი გამოიწვია.
"მოსკოვი ვერ მოისვენებს სანამ ყირიმს ბოლომდე არ დაეპატრონება. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა და საერთაშორისო კონფერენციის მოწვევაა. უკრაინაში, როგორც ჩანს აღარც საკუთარი ინტერესების და აღარც სუვერენიტეტის დაცვა აღარ შეუძლიათ", - აცხადებს ყირიმელი თათრების ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის და რუსეთის პარლამენტებმა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ვადის 25 წლით გაგრძელების რატიფიცირება ერთობლივად განახორცილეს. უკრაინის რადაში დოკუმენტის მიღებას ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ კი ე.წ. "ხარკოვის შეთანხმების" გაფორმებას საპროტესტო აქცია მოჰყვა. მომიტინგეებმა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნის ინტერების გაყიდვაში დადანაშაულეს.