ირანის სამხრეთით, ხორმოზგანის პროვნიციაში 5 ბალიანი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სააგენტო ~ფრანს პრესის~ ინფორმაციით, მიწიქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 03:28 საათზე დაფიქსორდა, ხოლო ეპიცენტრი - ქალაქ რუიდარის მახლობლად დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ირანში, რომელიც სეისმურად ყველაზე საშიშ რაიონთა ათეულში შედის, თითქმის ყოველ ათ წელში ფიქსირდება 7 ბალზე მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.
2003 წელს ქალაქ ბამსა და 2005 წელს ზარანდაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 31 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 ათასი დაშავდა. ძველი ქალაქი ბამი თითქმის მთლიანად დაინგრა და ბოლომდე აღდგენილი ჯერ კიდევ არ არის.