დღეს, 28 აპრილს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პრეზიდენტის ავიალაინერის კატასტროფის გამოძების პირველი ეტაპის შედეგბს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრეს-მდივანმა პაველ გრაშამ განაცხადა.
~პრემიერი სხვა პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად, საზოგადოებას წარუდგეს ინფორმაციას კომისიის და სხვა უწყებების საქმიანობის პირველ ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც კატასტროფის გარემოებებს იძიებს~, - განაცხადა გრაშმა.
მისივე თქმით, შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია პოლონელი ექსპერტების მოსკოვში ჩასვლა, სადაც საქმიანობა რუს სპეციალიატებთან ერთად გაგრძელდება.
შეგახსნებეთ, რომ გასულ კვირას პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა ანჟეი შერემეტმა განაცხადა, რომ პოლონეთისა და რუსეთის მიერ ორი დამოუკიდებელი გამოძება ტარდება.
მისივე თქმით, თვითმფრინავის შავი ყუთები ამჟამად საერთაშორისო კომისიის გამოძების საგანს წარმოადგენს და მხოლოდ მუშაბის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება ის რუსეთის პროკურატურას.
~ეს მასალები ექსპერტიზას გაივლის, რის შემდეგაც პროკურორი მიიღებს გადაწყვეყლებას მისი გამოქვეყნების თაობაზე", - განაცხადა მან.
რა დროს დასჭირდება ამ პროცედურებს პოლონეთის გენერალური პროკურორი ვერ აკონკრეტებს