2-5 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან კონგრესმენები, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.
,,დელეგაციის შემადგენლობაში არის კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი, ასევე კონგრესმენ პრაისისა და კონგრესმენ როსკამის აპარატის წევრები ჯასტინ ვაინი და მაიკლ შაპირო”, - აღნიშნა კერესელიძემ.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია გამართავს შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.