აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გამოსამშვიდობებლად ბათუმის ამერიკულ კუთხეს ესტუმრა და ბათუმელ ახალგაზრდებსა და ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორს შეხვდა.
ელჩმა ხაზი გაუსვა ბათუმის ისტორიულ მრავალფეროვნებას, ქალაქის, როგორც სავიზიტო ბარათის, მნიშვნელობას მთელი საქართველოსთვის, აგრეთვე ბათუმისა და აჭარის რეგიონის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის.
ელჩმა ახალგაზრდებს განათლებაში წარმატება უსურვა და მოუწოდა, გამოიყენონ ამერიკული კუთხის რესურსები კარიერული მიზნების განსახორციელებლად.
რიჩარდ ნორლანდს საქართველოში იან კელი შეცვლის.